ე.წ სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეები რუსულ არმიაში სამსახურს შეძლებენ – ე.წ შეთანხმების რატიფიცირება დღეს მოხდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლები რუსულ ჯარში სამსახურს კონტრაქტის საფუძველზე შეძლებენ. „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ერთეულების რუსეთის შეიარაღებილ ძალებში გაწევრიანების შეთანხმების“ რატიფიცირება დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მოახდინა.

ე.წ ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 31 მარტს მოეწერა, რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის 2015 წლის 18 მარტს დადებული მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების საფუძველზე.

„სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ერთეულების რუსეთის შეიარაღებილ ძალებში გაწევრიანების არსებული შეთანხმების საფუძველზე მოხდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეების მიღება სამხედრო სამსახურისთვის და მათი გაგზავნა რუსულ სამხედრო ბაზაზე ნებაყოფლობითი წესით.“- ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის გაფორმებისას ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გათავისუფლებული უნდა იყოს თავისი ე.წ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამსახურიდან. ამ მოქალაქეების შემდგომი სამხედრო სამსახურის გავლა განხორციელდება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად.

რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ შეთანხმება 25 წლის ვადით არის დადებული და ითვალისწინებს მის ავტომატურ გაგრძელებასაც.

იტვირთება…

პოპულარული

„ხელვაჩაურში 25 ლარად ნაყიდი პერანგი, H&M-ის ახალ კოლექციაში დამხვდა 89.99 ლარად...“ - ბიზნესი ქართულად
სკანდალური აღიარება - რა ბრძანება გასცა შოთაძის უწყებამ და ვის უნდა დაბრალებოდა რაფალიანცის მკვლელობა
ბილ გეითსი კაცობრიობას აფრთხილებს ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გამოჩენის შედეგებზე
,,მუქარა ტელევიზიაში დატოვა“ - ინგა გრიგოლიას უცნობი პირი სახლში თავდასხმით ემუქრება, ჟურნალისტი პოლიციისგან ზომების მიღებას ითხოვს
დაწერე კომენტარი