ე.წ კარტოგრაფების საქმე თავდაყირა დგება – აღმოჩენილია რუკა რომელიც დაკავებული მელაშვილისა და ილიჩოვას უდანაშაულობას ამტკიცებს

კარტოგრაფები

ე.წ კარტოგრაფების საქმე თავდაყირა დგება – აღმოჩენილია რუკა რომელიც დაკავებული კარტოგრაფების უდანაშაულობას ამტკიცებს. ის მელაშვილმა და ილიჩოვამ 90-იანი წლების ბოლოს, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით თავად შეადგინეს. რუკაზე დავით გარეჯი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა შემოხაზული, რაც პირდაპირ ამტკიცებს რომ კარტოგრაფების მიზანი ისტორიული ძეგლის შენარჩუნება იყო. დოკუმენტი ტავდაყირა აყენებს გამოძიების დღემდე არსებულ ვერსიას და ადასტურებს, რომ კარტოგრაფები ციხეში, პოლიტიკური მიზნებისთვის ჩასვეს.


“თავად ბრალდების მხარის მიერაა ჩადებული ე.წ ალბომში ილიჩოვასა და მელაშვილის მიერ შედგენილი რუკები, სადაც არა მხოლოდ გარეჯი, არამედ არამედ ბერთუბნიც მონასტერიც ჩვენს მხარეს ექცევა. ეს რუკები არის გაცვლილი 90-იანი წლების ბოლოს და ეს პოზიცია ამ რუკების გაცვლის შემდეგ იყო ყოველთვის. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ გარეჯის თემა არის ხელისუფლების მიერ აგორებული პროპაგანდა” – აცხადებს ადვოკატი.

ადოკატებისთვის აურკვეველია, კონკრეტულად რა მიწების გადაცემას ედავება პროკურტურა კარტოგრაფებს. პარალელურად კი საგამოძიებო უწყებაში მაღალჩინოსნების გამოკითხვა გრძელდება. დღეს პროკურატურამ ახალი სერია დაიწყო. ჩვენების მისაცემად კრიზისებისა და უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვაენლი მინდია ჯანელიძე დაიბარეს, რომელსაც ღარიბაშვილმა წლების წინ, გარეჯის საქმის გარემოებების გარკვევა დაავალა. ჯანელიძე საქმეზე სავარაუდოდ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, იგი თავის ჩვენებაში მეუფე კირიონმაც ახსენა. 
ჯანელიძემ გენერალური პროკურატურა უკვე დატოვა. მან პირველად მიაწოდა გამოძიებას ინფორმა ე.წ რუკების საქმეზე. ჯანელიძემ თქვა მხოლოდ ის, რომ რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. 

დაწერე კომენტარი