ე.წ. კანონიერი ქურდები დაშინების პროცესში ჩაერთნენ – ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის როლანდ გეგეჭკორის ძმას, ურთა-ცაიშის კონტროლი დაევალა

არჩევნებამდე ერთი დღე რჩება – ზუგდიდში ხელისუფლებამ მოსახლეობის დაშინების პროცესში უკვე ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, როლანდ გეგეჭკორის ძმა ურთა-ცაიშის “მაყურებელია”, რომელიც ადგილობრივებთან მიდის და მმართველი გუნდის სასარგებლოს ხმის მიცემას აიძულებს.

ამის შესახებ „კურიერს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, რომელიც ანგარიშსწორების შიშით საკუთარ ვინაობას არ ამხელს.

კონფიდენციალური წყაროს თქმით, როინ გეგეჭკორი და მისი ახლობლები გვიან ღამით სახლებში დადიან და ამომრჩევლისგან „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას მოითხოვენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძმებ გეგეჭკორებს მისცა დავალება, რომ იყვნენ ორი სოფლის “მაყურებლები”, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახებზე დევნა გამოცხადდება.

„სუს-ისგან აქვთ ასეთი დავალება მიღებული, რომ „ქართული ოცნებისთვის“ იმუშაონ, ხმები აგროვონ. დადის, მუშაობს ეს ადამიანი. ასევე იმასაც ამბობენ, რომ თუ ამას არ გააკეთებს, მოუწევს ქვეყნის დატოვება, დევნას დაიწყებენ. ვისთანაც გაუვა, აკეთებინებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ შემოახაზინოს არჩევნებზე. მაინც ცნობილი ოჯახიდან არის და მენტალიტეტიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად გავლენა აქვს. შედარებით ღამის პერიოდში მიდიან და ხალხს ელაპარაკებიან,“ – განცხადა „კურიერთან“ კონფიდენციალურმა წყარომ.

„კურიერი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად სოფელ ურთაში, გეგეჭკორების სახლში მივიდა. როინ გეგეჭკორი ადგილზე არ იმყოფებოდა. მისმა მეუღლემ და ნათესავმა დაშინების შესახებ გავრცელებული ბრალდებები არ დაადასტურა. თუმცა როინ გეგეჭკორის მეუღლემ არ უარყო, რომ მისი მაზლი ავტორიტეტით სარგებლობს.

„დიახ, არის. რუსეთში ცხოვრობს და არ მინახავს ბევრი წელია. ჩემი ქმარიც რუსეთში მუშაობს. პატარა ბიზნესი აქვს. ახლა აქ არის. ავად არის, ინფარქტი აქვს და მკურნალობს. ის აქ არ მუშაობს და რაში სჭირდება ეს საქმიანობა?’ – აღნიშნა როინ მეუღლემ.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი