@##ე-ზე გადამიღეთ თუ გინდა – დიდუბეში გოგონა საჯაროდ დაამცირეს (ვიდეო)

მოქალაქე სოფიო ბასილაძე Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

აი ესაა ჩვენი ყოველდღიურობა ამ ჰეტეროსექსისტურ გარემოში. არცერთი საჯარო სივრცე, უნივერსიტეტით დაწყებული, ქუჩით დამთავრებული ჩვენთვის უსაფრთხო არაა. ჩვენი გონება მუდმივად იმაზე ფიქრითაა დაკავებული როგორ მოვიგერიოთ დორბლმორეული ნაგავი კაცები, როგორ ვუპასუხოთ მათ მზერას ან ბინძურ რეპლიკებს. ამ დროს კი გენდერულად არასენსიტიური კანონმდებლობა,რომელიც არც კი აღიარებს ამ სახის ძალადობას, მარტოს გვტოვებს ამ კულტურულ და მჩაგვრელ პრაქტიკებთან ბრძოლაში. დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს შემთხვევა. მანქანიდან მომაძახეს შეურაცხმყოფელი სიტყვები და რა თქმა უნდა პოლიცია გამოვიძახე, რომელიც 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა. ირგვლივ უამრავი კაცი მოგროვდა და იმის ნაცვლად,რომ მოძალადეები შეეკავებინათ, ჩემი დადანაშაულება დაიწყეს, ინტრიგანი და თავხედია ეს ვიღაცააო. ჰოდა, მოგიტყანთ ეგ კაცური სოლიდარობა. აი ის პრადვინუტა სასტავი გამახსენდა, სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე რომ აღლიცინდა. არამგონია თქვენი რაციონალური გონი ამ ჩანაწერებმა შეაშფოთოს, მაგრამ იქნებ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს განცხადებებს სხვისთვის მტკივნეულ საკითხებზე. უკეთეს შემთხვევაში კი, საერთოდ რომ მოკეტოთ, სჯობს



loading…

პოპულარული

„გამიშვან, მიშას დავბრიდავ, იარაღიც არ დამჭირდება...“ - ახალი სკანდალური ჩანაწერი, სადაც მირზა სუბელიანი სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს (ვიდეო)
მირზა სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა, ახლა კი სუბარს და კახიშვილს ემუქრება - ახალი სკანდალური ჩანაწერი
„ბადრი პატარკაციშვილის ნეიტრალიზაციის დამგეგმავები პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით“ - გია ხუხაშვილი
"დისკუსიის გადატანის მცდელობაა იმაზე, სად უნდა იყოს მძიმე და წერტილი დასმული"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციას პასუხობს
"ივანიშვილი ჩოქბჯენიდან არ უნდა ადგეს... ბებიის სკივრიდან ამოღებული იაფფასიანი ტრიუკების იმედი ჰქონდა" - სააკაშვილი პროკურატურის ჩანაწერებზე
"ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში... აღებდნენ ოთახებს და კლავდნენ ყველას, ვისაც პოულობდნენ" -ქერჩის კოლეჯის დირექტორი (ვიდეო)
"თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით რომ არც ისე ცუდად არის საქმე... " - ნიკუშა შენგელაიას მეუღლე
თბილისში, ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე - პროკურატურამ განცხადება გაავრცელა
დაწერე კომენტარი