ეჭვიანმა მამაკაცმა თავისი ორსული მეუღლე მუცელში დანით მიყენებული ჭრილობით მოკლა

სასტიკი მკვლელობა მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე რუსეთის ფედერაციის ქალაქ სტავროპოლში – 33 წლის მამაკაცმა 24 წლის ორსულ მეუღლეს მუცელში დანა ჩაარტყა.

წყვილს უფროსი ვაჟი ჰყავდათ და მეორეს მოლოდინში იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პათოლოგიური ეჭვიანობით იყო შეპყრობილი და ცოლს გამუდმებით უწყობდა სკანდალებს. სწორედ ერთ-ერთი მორიგი სცენა იყო ეს უკანასკნელიც.
ეჭვიანი მეუღლე საკუთარი დეიდის სახლში შეიჭრა, სადაც მისი ცოლი სტუმრად იყო მისული. მამაკაცმა ყვირილი და დამცირება დაიწყო გოგონასი, საკუთარ მეგობრებთან რომანს აბრალებდა და შეურაცხადი იყო. ამის შემდეგ სამზარეულოში გაიქცა, სადაც დიდი ზომის დანას დასტაცა ხელი და ცოლს პირდაპირ მუცელში ჩაარტყა.
ორსული ქალი ღრმა ჭრილობითა და ძლიერი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მალევე დაიღუპა. შეუძლებელი აღმოჩნდა ასევე მუცლად მყოფი ნაყოფის გადარჩენაც.
მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, თუმცა პოლიციამ მალევე მოახერხა მისი აყვანა. ის საკუთარი დედის სახლში იმალებოდა.
loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
თბილისში მძღოლებმა საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტეს
დაწერე კომენტარი