“საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის”-სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან საქართველოში მის ექსტრადირებას არ ელოდება.

solva.ge

“სასაცილოდ არ მყოფნის. საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს ჯვრის. ჩემი ექსტრადირების სურვილი რომ ჰქონოდათ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე განაცხადა, რომ დღეს ვარშავაში, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა.

loading…
გააკეთე კომენტარი!