ექსპერტები ლარის გაუფასურებას კვლავ პროგნოზირებენ

ექსპერტები ლარის გაუფასურებას კვლავ პროგნოზირებენ. მათი შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს რეალური გეგმა, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

cyc

ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ 2017 წელს არ იქნება ეკონომიკური ზრდა, რაც უარყოფითად აისახება ლარის სტაბილურობაზე.

“ეკონომიკური ზრდა წელს ჩვენ არ გვექნება ისეთი, რამაც შეიძლება ლარის სტაბილურობა განაპირობოს. ერთადერთი, რაც ლარის კურსზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ძალიან მოკლევადიან პერიოდში, არის ის, რომ თუ სესხებს გადაიყვანეს დოლარიდან ლარში, მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, ძირითადი ფაქტორები ამუშავდება. რაც არის ის, რომ ქვეყანაში იმპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტი. ინვესტიციები არ შემოდის იმისთვის, რომ განაპირობოს ლარის სტაბილურობა და ყველაფერი ეს ჯამში განაპირობებს სწრაფ მერყეობებს, მეორეს მხრივ კი, მის გაუფასურებას,“ – განაცხადა გიორგი პაპავამ.

ექსპერტთა ნაწილი პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების მატებასაც ელის.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები და არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ახალი წელი, წვიმა, ქარი, არის ლარის კურსის განმაპირობებელი გარემოება. სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები. ისინი ხედავენ მცდარად და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც მცდარია,“-აცხადებს პაატა შეშელიძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი