ექიმ დავით ლოლაძის 5 მარტივი რჩევა გრიპის თავიდან ასარიდებლად

ქვეყანა გრიპის ეპიდემიის ზღვარზეა. რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ვირუსის გართულებისგან თავის ასარიდებლად. ექიმი დავით ლოლაძე რამდენიმე მარტივ და ყველასთვის ადვილად გასათვალისწინებელ რჩევაზე საუბრობს:

“ხშირად დაიბანეთ ხელები, ასევე, თუ გიწევთ ისეთ სივრცეში მუშაობა, სადაც დავირუსებული ადამიანიც არის ან თქვენ გაქვთ გრიპის კლინიკური ნიშნები, აუცილებლად ატარეთ პირბადე. ხშირად გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ოთახი.

აუცილებელია, ჩაიტაროთ გეგმიური აცრები წელიწადში ერთხელ. შემოდგომაზე ჩვენი იმუნიტეტი ყველაზე ძლიერია და თუ ამ დროს ჩავიტარებთ აცრას, 95 პროცენტით დაცული ვიქნებით ვირუსისგან.

თუ ვინმეს ეშინია, დახურულ სივრცეში, მათ შორის ტრანსპორტშიც, უნდა ატაროს პირბადე, ხოლო როცა ჩამოვა ტრანსპორტიდან, მოიხსნას ეს პირბადე.

ადამიანებმა პირველივე ნიშნებზე უნდა მიმართონ ექიმს. ამ დროს თვითმკურნალობის დაწყება არ შეიძლება. დაუშვებელია ანტიბიოტიკებისა და პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება, მით უმეტეს საპრევენციოდ. ნებისმიერ რეგიონში, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელსაც პირველივე ნიშნებისას უნდა მიმართოთ და გაგიწევენ შესაბამის დახმარებას, მთავარია, ამის სურვილი ჰქონდეს ადამიანს.

ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, რომელიც იყო შარშანაც და ხუთი წლის წინაც, იქნება მომავალშიც. ახლა ისეთი სეზონია, როცა რესპირატორული დაავადებები აქტიურდება”, – აცხადებს ექიმი.

პოპულარული

"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ინტერნეტში შეპირებული დაუვიწყარი სექსი და მოტყუებული ახალგაზრდები - პოლიცია თაღლითს ეძებს
დაწერე კომენტარი