ექიმის ჩანაწერი აგვისტოს ომზე და ბოლო ფოტო ევაკუაციამდე – „არც ვიცოდი, თუ 7 თვის ორსული იყო…“

ექიმი ანა ბოქოლიშვილი ათი წლის წინანდელ აგვისტოს ომს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო. ექიმის თქმით, ამ დღეებში შინაგანი შფოთვა იპყრობს:

„დღემდე ვერ ვხვდები, 8 აგვისტო რატომ ჰგონიათ ომის დაწყების თარიღი.

ომი 7 აგვისტოს დაიწყო!

წინა პერიოდიც ომი იყო პრაქტიკულად, მაისიდან დაწყებული, მუდმივი ექსცესებით…

ისევ ის შფოთვა მეწყება ამ დროს, რაც 10 წლის წინ და ყოველ წელს ამ დროს თავიდან მიტევს ყველაფერი((

ბევრია მოსაყოლი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ „იმედზე“ სიუჟეტს ვუყურებდი და გუშინდელი დღესავით თვალწინ დამიდგა…

28 წლის მაკა მესროფაშვილი მუცელგადახსნილი რომ მივიღე, მაშინ არც ვიცოდი, თუ 7 თვის ორსული იყო…

მისი შვილი, 7 წლის დიტო რაზმაძე, ნამსხვრევებით იყო დაჭრილი, ყურებიდან არ ამომდის მისი ხმა, დედას ყვიროდა ისტერიულად. მაკა რამდენიმე საათში, რეანიმაციაში გარდაიცვალა. ნაყოფიც მკვდარი იყო. მისი ქმარი დაბომბვისას ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც გვითხრეს, დიტო გარაჟში დამალა და მაკას გამოყვანას ცდილობდა კორპუსის ბინიდან, რომლის კარიც ბიძგებისგან ჩაიკეტა, რა დროსაც ისევ დაბომბვა დაიწყო.

ასეთი ბევრი ისტორია იყო და სულ მემახსოვრება ((

მხოლოდ ამ ერთი ოჯახის ტრაგედიაც რომ ავიღოთ, ჭეშმარიტ ომს დავინახავთ, უსუსური რომ ხარ ადამიანი და სიკვდილს უყურებ თვალებში. ეს შეგრძნება ახლაც საშინლად მახსენდება.

ევაკუაციის დღეა ამ ფოტოზე, 11.08.2008., ბოლო ფოტო ) ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა გველოდა. მხოლოდ ის ვიცოდით, გორში შემოდიან უკვეო… წარმოდგენილი მქონდა, რომ მოვიდოდნენ და დაგვხვრეტდნენ ((

ისტერიული სიცილი დავიწყეთ, ერთმანეთს ვამხნევებდით, ბოლოს ეს ფოტო გადავიღეთ, ჩვენს ოჯახებს იქნებ დარჩეთო…

მიყვარხართ ჩემო მეგობრებო…“

loading…

პოპულარული

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
სამეგრელოში მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტები იპოვეს და ლომბარდში ჩააბარეს
"არანაირი დანაზოგი არ გვაქვს, საერთოდ უფულოდ ვრჩებით, მაინც მეფიქრება მომავალზე " - მაკა ჩიჩუა (ვიდეო)
"ცა ჩემომექცა... 18 წლის წარმატებული ფეხბურთელი ბიჭი იყო, რომელმაც პირველად მიიღო ნარკოტიკი, გასინჯა და თან გაგვიყოლა"
დაწერე კომენტარი