ექიმის ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია

დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი დავლიანიძის განცხადებით, თბილისში გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების დროს დაშავებულ ერთ-ერთ პაციენტს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.

როგორც ექიმმა განაცხადა, 39 წლის მამაკაცის სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს და მისი მძდგომარეობა უმძიმესია.

„აღნიშნული პაციენტი შემოიყვანეს დილის ცხრა საათზე. დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით, სავარაუდოდ, შეიძლება მოხდა აფეთქება, ზუსტად ჩვენ არ ვიცით. მდგომარეობა არის უმძიმესი. იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში. მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. მდგომარეობა უმძიმესია, ჯერ რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. პაციენტს, 39 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს სხეულის 60 პროცენტი. ჭრილობები უბნობრივად არის სხვადასხვა ადგილას გაფანტული, ასევე აქვს სასუნთქი გზების დამწვრობა“, – განაცხადა ექიმმა.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი