”ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს ერთი კვირა იწვა რეანიმაციაში”ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 28 წლის ჩოხატაურელი ვაკო ბერძენიშვილი ქუთაისის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი დღის წინ დაიღუპა.

როგორც “გურიის მოამბეს” ჩოხატაურში არებული სამედივინო ცენტრ “მამქოლის” ხელმძღვანელმა, თემურ კორიოშინაძემ განუცხადა, ახალგაზრდა კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ერთი კვირის წინ მიიყვანეს, ის იმ დღესვე გადაიყვანეს ქუთაისში, ერთი კვირის განმავლობაში პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ორი დღის წინ კი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ვაკოს ისედაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ვირუსი ამიტომაც გაურთულდა. ექიმებმა მართლა ყველაფერი გააკეთეს. ერთი კვირა იწვა რეანიმაციაში”, – ამბობს “გურიის მოამბესთან” გია ბერძენიშვილი.

გარდაცვლილი სოფელ ფარცხმაში ცხოვრობდა. ამ დროის მონაცემებით, სულ ვირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი