ექიმები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორი სიმსუქნეა

კორონა

ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ. გამოცემა, „ენელთაიმსის“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ინტენსიური თერაპიის განყოფილების სპეციალისტების ასოციაციის ხელმძღვანელი, დიდერიკ გომერსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულების 80 პროცენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან, წონის პრობლემები აქვთ.

როტერდამის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი ლიზბეტ ვან როსუმი ამბობს, რომ სიმსუქნე რისკის შემცველია, რადგან იმუნიტეტს ასუსტებს. ამასთანავე, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიმართონ მკაცრ დიეტას ინფექციის პრევენციის მიზნით, რადგან საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ ასევე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე. ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ით 11 750 ადამიანი დაინფიცირდა, 864 დაიღუპა, 253 კი გამოჯანმრთელდა.

loading...

პოპულარული

ხელისუფლების მიერ "ხელოვნურად შექმნილი ბარიერი"- ქუთაისელები ხელისუფლებას დახმარების შერჩევით გაცემაში ადანაშაულებენ
რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ლაბორატორიაზე და უკანონო ბორდერიზაცია - აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
არ ჩაცხრება ეს მუხტი - ბათუმში, დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვენ და აქციებს აანონსებენ
საქართველოში უკვე ინფიცირებულთა 78% გამოჯანმრთელდა
ხელისუფლება კომუნალური გადასახადების დაფარვახზე უარს ამბობს, ბუნდოვანია სესხების გადავადების საკითხიც - ექსპერტები გახარიას კრიზისული გეგმის შემუშავებას ურჩევენ
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი