„პაციენტი არის ფსიქიურად დაავადებული, რამდენიმეჯერ ჰქონდა მცდელობა, რომ ნიღბის გარეშე გამოსულიყო გარეთ“ – ბათუმის ინფექციურის ექთანს COVID-19 პაციენტისგან გადაედო 

ბათუმის ინფექციური

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 50 წლის ექთანს ვირუსი პაციენტისგან გადაედო, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. პაციენტი არ ემორჩილებოდა ექიმების მითითებებს და სამედიცინო პერსონალის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდა.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის გიული აბულაძის თქმით, პაციენტი, რომლისგანაც ექთანს კორონავირუსი გადაედო ფსიქიურად დაავადებულია. მისივე თქმით, პაციენტს რამდენიმეჯერ ჰქონდა მცდელობა, რომ ნიღაბის გარეშე გამოსულიყო გარეთ და ამას გარდა, ექთანს ხელითაც შეეხო.

„ეს პაციენტი არის ფსიქიურად დაავადებული. იყო დაუმორჩილებელი და ფსიქიატრის გარეშე ჩვენ ვერც ინექციას ვუკეთებდით და ვერც ტაბლეტებს ვაძლევდით. რამდენიმეჯერ ჰქონდა მცდელობა, რომ ნიღბის გარეშე გამოსულიყო გარეთ. ამას გარდა, ექთანს ხელითაც შეეხო. ამის გამო, როდესაც ექთანს გამოუვლინდა კლინიკა, ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კიდევაც კორონავირუსი. ჩვენს სხვა თანამშრომლებსაც ჩაუტარდათ ტესტირება, რომლებიც იყვნენ ექთანთან ერთად ცვლაში და ვირუსი არცერთს დაუდასტურდა, მაგრამ ყველანი თვითიზოლაციაში არიან“, – აღნიშნა გიული აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, WHO-მ (ჰანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია ინფექციის აქამდე უცნობი შტამით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 108 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 21 ადამიანი გამოჯანმთელებულია.

loading...

პოპულარული

ხელისუფლების მიერ "ხელოვნურად შექმნილი ბარიერი"- ქუთაისელები ხელისუფლებას დახმარების შერჩევით გაცემაში ადანაშაულებენ
რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ლუგარის ლაბორატორიაზე და უკანონო ბორდერიზაცია - აშშ-ის სალეჩოს სპეციალური განცხადება
არ ჩაცხრება ეს მუხტი - ბათუმში, დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვენ და აქციებს აანონსებენ
საქართველოში უკვე ინფიცირებულთა 78% გამოჯანმრთელდა
ხელისუფლება კომუნალური გადასახადების დაფარვახზე უარს ამბობს, ბუნდოვანია სესხების გადავადების საკითხიც - ექსპერტები გახარიას კრიზისული გეგმის შემუშავებას ურჩევენ
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი