“ეუბნებიან, რომ შენ დაბადების დღეზე არ ჩაგაქრობინებ სანთელსო” – 17 წლის მოზარდის დედა ამბობს, რომ პოლიცია მის შვილს ემუქრებოდა

სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება – 17 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით, „კურიერისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომელმაც შესაძლოა პოლიციის ვერსია თავდაყირა დააყენოს.

მოზარდი, რომელსაც სამართალდამცველები კრიმინალური პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ ის დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამ მდგომაროებაში იმყოფებოდა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფხიზელი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში, უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ მოზარდი ავტომობილის გატაცების დროს, ნასვამ მდგომარეობაში იყო და მან ძალოვანი უწყების კუთვნილი მანქანა სწორედ ამიტომ გაიტაცა.

17 წლის მოზარდის დედა ამბობ, რომ პოლიციელებმა მის შვილზე შური იძიეს, რადგან მას არაერთხელ, ციხეში ჩასმით დამუქრებიან. 

„მე ვიცი, უფრო რომ გადამტერებულები არიან ძალიან, მით უმეტეს ეს პოლიცია და ეუბნებიან, რომ შენ დაბადების დღეზე არ ჩაგაქრობინებ სანთელსო და ახლა ალბათ, პირობითიც რომ აქვს, ჯიბრში უდგანან. დამუქრებულებიც არიან, კარგად ვიცი ყველაფერი მე… ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, იმიტომ რომ ექსპერტიზა ჩატარებულია… ექპსერტიზამ აღმოაჩინა, რომ არ არის ნასვამ. არ ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში” – ამბობს მოზარდის დედა.  

შსს-ში ამტკიცებენ, რომ 9 ივნისს სამართალდამცველები ოპერატიულ ღონისძიებას ატარებდნენ და სწორედ ამ დროს უყურადღებოდ დატოვებული ავტომობილი ძალოვანებს 17 წლის მოზარდმა გაიტაცა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, კი გორის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. მოზარდი სამართალდამცავებს ამჯერადაც გაექცა და ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. არასრულწლოვანი სოფელ ორთაშენში შემთხვევიდან 12 საათის შემდეგ დააკავეს.

გორის რაიონული სასამართლო, რამდენიმე საათში 17 წლის ბიჭის აღკვეთის ღონისძიებაზე ღონისძიებაზე იმსჯელებს.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი