ეუბნებიან დაასახელე ეს პარტია და დაადეთ ლიდერს ხელი – 20 ივნისის სისხლიანი დარბევისას დაკავებული თამლიანის ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს

20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ დაკავებულ მოქალაქეებზე სამართალდამცავები ზეწოლას ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას 20 ივნისს საქმეზე დაკავებულის ბესიკ თამლიანის ოჯახი ავრცელებს.

ბესიკ თამლიანის დედის, რუსუდან თამლიანის ინფორმაციით, სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს, რათა დაკავებულებმა ხელი დაადონ ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერს, თითქოს მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება.

თამლიანი ამბობს, რომ პარლამენტის წინ გაბრაზებული ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გავრილოვის ვიზიტს და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

„ეუბნებიან დაასახელე ესა და ეს პარტია და დაადეთ ლიდერს ხელი, ამა და ამ ადამიანს, რომ მერე მაგას მივაწეროთ ყველა ის არეულობა, რაც იქ მოხდა. თავიანთი დანაშაული უნდათ, ამ ბავშვებს შეახოცონ. ახლა იქ ვინც იყო მოსული, კარგად იცით, გაბრაზებული ახალგაზრდები იყვნენ მოსული. გაბრაზებული იმიტომ, რომ გავრილოვი დასვეს პარლამენტარის „კრესლოში“. ჩემმა ბიჭმა სოხუმის ომი გამოიარა, ნანახი აქვს ყველაფერი, რუსები რას აკეთებდნენ ჩვენზე, ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ გაგრაში, ჩვენ სოხუმელები ვართ, ერთ კვირაში ჩვენ 11 მიცვალებული დავიტირეთ ჩვენი ქუჩიდან. გაბრაზდებოდა ჩემი ბიჭი, აბა რა იქნებოდა“, – ამბობს რუსუდან თამლიანი.

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
"წამოიყვანე ვინც გინდა და აგიხსნიან ყველაფერს" - დაპირისპირება კახი კალაძესა და მოსახლეობას შორის (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
დაწერე კომენტარი