“ეს რა მართლა გამოქანებული მერი გვყავს, კახი ”გამოქანებული” ქაჯობა არ ”იკურნება” – თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი-კალაძე

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს დღეს გაკეთებული ხმაურიანი და ირონიული განცხადების გამო, კახი “გამოქანებული უწოდა”. აღნიშნულის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ქაჯობამ გვაჯობა. ჯანსუღ ჩარკვიანი მართალია, ქაჯობა არ ”იკურნება”. ქაჯი ან ხარ ან არა – ეს რა მართლა” გამოქანებული” მერი გვყავს! კახი “გამოქანებული”

ვერ გავიგე, ამ ტრაგედიის დროს, ჩვენი ქალაქის , ეს მართლა ”გამოქანებული” ,უზრდელი მერი, რომ ”ხუმრობს და ღლიცინებს” არ უნდა გადადგეს? უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ არ უნდა გადავაყენოთ? ეს მისი , შეურაცხმყოფელი ” გამონათქვამები, უნდა აიტანოს ქალაქმა?! ეს ” გამოქანებული” , როგორ უნდა დარჩეს თბილისის მერად , მართლა სძინავს ჩვენს ქალაქს???????????გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ამ გაუზრდელმა!

 შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ოპოზიციას მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანება” ურჩია.

 “ოპოზიციას მან შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თქვენ ალბათ, მთაწმინდა იცით. სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ იქ და გამოექანონ… ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ მას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს”, – განაცხადა კალაძემ.

დაწერე კომენტარი