“ეს პროვინციული ვირეშმაკობა მეზიზღება… კალაძეს ეგ უნდა ზუსტად, მეტი ფული ჩაიჯიბოს” – მამუკა გამყრელიძე

კახი კალაძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:

ის, რაც დღეს ჭავჭავაძის პროსპექტის, ვითომ რეაბილიტაციის ფარგლებში ხდება, არის მერიის მხრიდან ფულის ურცხვი ქურდობა და თავად მერის მხრიდან ვაკის მოსახლეობის თავზე თავხედურად ლაფის დასხმა !!!
ავხსნი. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რამდენ ხანს და რა ზლაზვნით გრძლდება ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ლაპარაკია ტროტუარების მოპირკეთებაზე. ეტყობა გაიგო, რომ მოსკოვში ახალმა მერმა მთელი ცენტრის ტროტუარები გრანიტით მოაპირკეთა, რაშიც უამრავი ფული ჩახსნა. ამასაც მოუნდა ჩვენს ხარჯზე გამდიდრება, მაგრამ მოსკოვში გრანიტი დააგეს და ვაკეში ტრავერტინს აგებენ და ბორდიურებს უკვე დაჟანგული მეტალის “ლისტებით” (მაპატიეთ, არ ვიცი ქართულად როგორ ითარგმნება) ამაგრებენ ! ტრავერტინი გახლავთ კედლების მოსაპირკეთებელი რბილი ქვა, რომელსაც ლაკუნები აქვს სადაც წყალი გროვდება და ყინვაში სკდება. ყინვის გარეშეც დაიშლება ერთ წელიწადში. ბაზალტი მაინც ეხმარათ, გრანიტს აღარ ვითხოვ. ბეტონის ფილები დაეგოთ ან სულაც ასფალტი. მაგრამ არა ! კალაძეს ეგ უნდა ზუსტად, რომ მალე შესაცვლელი გახდეს და კიდევ მეტი ფული ჩაიჯიბოს !!!
მაპატიეთ გრძელი პოსტისთვის, მაგრამ ეს პროვინციული ვირეშმაკობა მეზიზღება

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
დაწერე კომენტარი