ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს – გია ხუხაშვილი პოლიტიკაში მიდის

ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური გეგმების შესახებ წერს.

ხუხაშვილი წერს, რომ ირაკლი კობახიძის არჩევა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ, სახელმწიფოსთვის რისკებს შეიცავს. მისი თქმით, სწორედ ეს მოცემულობა განაპირობებს მის შემდგომ ნაბიჯებს. ხუხაშვილი არ აკონკრეტებს რა ფორმით ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და ვინ იქნება მისი გუნდი. 

“მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში.

კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი.

შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება.

ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს” – წერს ხუხაშვილი. 

დაწერე კომენტარი