“ეს მიმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია” – რა მიმოწერა ამოიღეს სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

ზაზა სარალიძე

დღეს ჩვენ გავეცნობით მიმოწერას, რომელიც ბავშვებმა აწარმოეს ერთმანეთში დანაშაულის დღეს და შემდგომ დღეებშიც. საუბარია 4-5 არასრულწლოვნის ჩანაწერზე. მათ შორის არის მიხეილ კალანდიას ჩანაწერები, – ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს შსს-სთან განუცხადა, სადაც ის ზაზა სარალიძესთან ერთად ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირების პირადი მიმოწერის გასაცნობად მივიდა.

მისი თქმით, მიმოწერა, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუროს მეშვეობით, ამოიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული ინფორმაციის მომცემი იქნება.

ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ვერაზე, 2017 წლის დეკემბერში სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძე კი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.
primetime.ge

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი