“ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ – მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა

ნუცა

ბოლო თვე­ე­ბია მაია ასა­თი­ა­ნი ხში­რად და გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სა და წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი “ინ­სტაგ­რამ­ზე” ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს, ფო­ტო­ებს, სა­დაც სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დევ­რებს უყ­ვე­ბა.

ცოტა ხნის წინ გა­და­ცე­მა “შო­რე­ნას ეფექ­ტში“ მაია ასა­თი­ან­მა მოყ­ვა იმ მძი­მე დღე­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­დე­საც შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად წა­ვი­და სა­ლონ­ში სტი­ლის­ტთან, ჩა­ი­ტა­რა სა­ხე­ზე პრო­ცე­დუ­რე­ბი, რათა ადა­მი­ა­ნუ­რი სახე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა.

ამ­ჯე­რად გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე ახა­ლი იმი­ჯით წარ­სდგა. შავი, მოკ­ლე თმა ერთი შე­ხედ­ვით პა­რიკს ჰგავს. ასა­თი­ა­ნი არ წერს, გრძელ, ქერა თმას შე­ე­ლია, თუ ნამ­დვი­ლად პა­რი­კი მო­ირ­გო.

კო­მენ­ტა­რებ­ში მის ახალ იმიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი და­წე­რეს:

“იმე­დია პა­რი­კია და თმის შეჭ­რა არ გა­ბე­დეთ…“

“არა, ქერა ჯო­ბია…“

“ძა­ლი­ან მო­გიხ­დათ, -10 წელი…“

“მაია, ქერა გა­ნა­თებს, შავ­ში რა­ღაც ჩა­შა­ვე­ბუ­ლი ხარ, ქერა გიხ­დე­ბა…“

“სა­ოც­რად გიხ­დე­ბათ, გა­მო­გიკ­ვე­თათ სახე მუქ­მა ფერ­მა. სუ­პერ…“

“ეს ის მაია ასა­თი­ა­ნია ნუ­ცი­კოს რომ მო­ე­წო­ნე­ბო­და. ძლი­ე­რი და სას­წა­უ­ლი დედა ხარ..“ – წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

დაწერე კომენტარი