“ეს თუ “მის საქართველოა” მე სამარგალოს დედოფალი ვარ” – “მის საქართველო 2018”-ის გამარჯვებულსა და მონაწილეებს მძიმედ აკრიტიკებენ

“მის საქართველო 2018”-ის ფინალური შოუს ძალიან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში.ზოგიერთმა დაწერა, რომ “შოუ ბაგა-ბაღის ზეიმს გავს”, ზოგიც ამბობს, რომ “მის საქართველო წელსაც შინაგანი სილამაზით აირჩიეს”. 
“ეს თუ “მის საქართველოა” მე სამარგალოს დედოფალი ვარ” – დაწერა ვინმე ლიკა უბირიამ. 
22 დეკემბერს “მის საქართველო 2018”-ის ფინლური შოუ და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომლის სრული ჩანაწერი მაყურებელმა რუსთავი2-ის საახალწლო ეთერში, გუშინ ნახა. 
სილამაზის კონკურსი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ-ცენტრი”-ს ორგანიზებით უკვე მრავალი წელია ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მასში ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი გოგონა იღებს მონაწილეობას. 

სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 20 კონკურსანტი, საიდანაც ჟიურის მიერ შეირჩა ტოპ ათეული, დასახელდნენ ნომინაციების მფლობელები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

“მის საქართველო 2018”-ის ტიტულის მფლობელი გახდა 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი, რომელიც წარადგენს საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”.

“I ვიცე მის საქართველო 2018”-ის ტიტულის მფლობელი გახდა 24 წლის თაკო ადამია თბილისიდან, რომელიც წარადგენს ჩვენს ქვეყანას “მის სამყარო 2019”-ზე

ნიუპოსტი

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი