“ეს ასანთით ხელში ოთახში მარტო დატოვებული ბავშვია, სახელმწიფოში თუ რამე არ შეიძლება ანდო ვინმეს, ეს არის ირაკლი კობახიძე” – ლევან გოგიჩაიშვილი

გოგიჩაიშვილი

თუ რამე სა­ხელ­მწი­ფო­ში არ შე­იძ­ლე­ბა ანდო ვინ­მეს, ეს არის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო – სო­ლი­და­რო­ბის ალი­ან­სის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. ამით ის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის წარ­დგე­ნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ის არას­ტა­ბი­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი და პრობ­ლე­მუ­რი ადა­მი­ა­ნია.

„ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე წერს, რომ ის არის ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი და მას არა­ფე­რი მონ­დო­მე­ბია. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე რი­თაც დაგ­ვა­მახ­სოვ­რდა ის იყო, რომ სიით დარ­ბო­და ივა­ნიშ­ვილ­თან და ჩვენ­ზე ეუ­ნე­ბო­და – ამ ხალ­ხს ვერ ვა­კონ­ტრლებთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ვი­ღა­ცებ­ზე ზრუ­ნა­ვენ, საქ­მის კე­თე­ბა უნ­დათ და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ში არ სხე­და­ნო. თუ რამე სა­ხელ­მწი­ფო­ში არ შე­იძ­ლე­ბა ანდო ვინ­მეს, ეს არის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე. იმი­ტომ, რომ ეს არის არას­ტა­ბი­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი, პრობ­ლე­მუ­რი ადა­მი­ა­ნი. ეს არის ასან­თით ხელ­ში ოთახ­ში მარ­ტო და­ტო­ვე­ბუ­ლი ბავ­შვი“, – გა­ნა­ცხა­და გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, წა­ვი­და თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან, გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ “ამის ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს”.

მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან და აღარ აინ­ტე­რე­სებს რა ხდე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ნა­ხე­ვარს ხვალ­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლა იმას ნიშ­ნავს, რომ მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი სხვა­გან ჩნდე­ბა, თუმ­ცა ასე­თი სხვა მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი დღეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არ არის.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან რე­ა­ლუ­რი წას­ვლა ნიშ­ნავს, რომ მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლის ცენ­ტრი შენ აღარ ხარ და სხვა­გან ჩნდე­ბა ძა­ლის ცენ­ტრი, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ანა­ბა­ნაა. ბუ­ნებ­რი­ვია, არ არ­სე­ბობს ეს ძა­ლის ცენ­ტრი, გა­მომ­დი­ნა­რე იმ მო­ზა­ი­კი­დან, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შექ­მნა. ჩვენ დღეს ვნა­ხეთ წე­რი­ლი, რო­მელ­შიც არის მის კომ­ფორტზე სა­უ­ბა­რი, მან რო­გორ და­ა­ლა­გა ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ვი­სოდ, იქ არა­ფე­რი არ წე­რია ხვა­ლინ­დელ დღე­ზე, იქ წე­რია, რომ ეს შეძ­ლო სა­თა­ვი­სოდ. პირ­ველ და მე­ო­რე წას­ვლას შო­რის თუ და­ი­წყებთ პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბას, გან­სხვა­ვე­ბა არის კომ­ფორ­ტის სივ­რცე – იქ არა­ფე­რი არ იყო ისე­თი, რაც მას კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნი­და, დღეს ყვე­ლა­ფე­რი ამის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია, სა­სა­მარ­თლო, პარ­ლა­მენ­ტი, მთავ­რო­ბა, კო­ნი­უნ­ქტუ­რუ­ლი ბიზ­ნე­სი და თვით­მმარ­თვე­ლო­ბა.

წა­ვი­და თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან, ამის ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. თა­ვის დრო­ზე რომ წა­ვი­და ერთ-ერთი რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნე, ბოს­ტან­ში კომ­ბოს­ტოს ზრდი­და, ასე წა­ვი­და ივა­ნიშ­ვი­ლი? აღარ აინ­ტე­რე­სებს რა ხდე­ბა სა­დღაც? თუ ეს აღარ აინ­ტე­რე­სებს, მა­შინ ხვალ­ვე გა­ხა­რია „და­ბერ­ტყავს“ ნა­ხე­ვარ მთავ­რო­ბას.

მე კარ­გად ვიცი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ბუ­ნე­ბა და მე ამას ვერ შე­ვე­გუე, იმი­ტომ, რომ ვფიქ­რობ, ეს ამო­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა იყო, რო­დე­საც ეს იყო მორ­გე­ბუ­ლი სინ­დი­კა­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე და ეს არ იყო ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­წყო­ბა, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტი და სა­სა­მარ­თლო და მთავ­რო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან კა­ნო­ნის ფორ­მით ურ­თი­ერ­თობს. მთე­ლი ეს ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არის მის და მის ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უკვე ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ამას­თან, შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს­ვე პარ­ტი­ამ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ახალ კან­დი­და­ტად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე წა­რად­გი­ნა.

დაწერე კომენტარი