„ეს არის ხროვა, პოლიციელები დახმარებას გვთხოვენ!“ – ტაშკენტის ქუჩაზე არასრულწლოვანებმა რამდენიმე მაღაზია გატეხეს

„საბურთალოს რაიონში, არასრულწლოვანი მოზარდების დაჯგუფების მიერ, ყოველ ღამე ტყდება რამდენიმე ობიექტი!“ – ამის შესახებ „ფეისბუკმომხარებელი“ ნინო ჩარკვიანი წერს. როგორც ის აღნიშნავს, „სამართალდამცველებს უფლება არ ქონიათ ამ კრიმინალების დაკავების, მათი ასაკიდან გამომდინარე ( 12-13 წლის). ეს რა არის??? რამე ახალია??? ასე დაუსჯელებმა უნდა იარონ ???“

„პოლიციელების თქმით, ეს არის „ხროვა“, რომელსაც ვერაფერს უხერხებენ და აქეთ გვთხოვენ დახმარებას პოლიციელები! ყველა იმუქრება და დაგვეხმარეთო!!! ამ წუთას ვართ ტაშკაენტის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე მაღაზია არის გატეხილი,“ – წერს „ფეისბუკმოხმარებელი“.

ქურდობის ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, გაქურდულია ორი მაღაზია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დადგენილია ბრალდებულების ვინაობა და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

loading…

პოპულარული

აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - ჯართის შესაგროვებლად წასულ ბავშვს ოჯახი 2 დღე ეძებდა
6 წლის საბა, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გარდაიცვალა
სკანდალი: "ქართულ სახლში" "ოცნების" ჩინოვნიკების დაპირისპირება "ქურდებთან" "რაზბორკით" გაგრძელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ჯარისკაცებით სავსე БТР-ი კლდიდან გადავარდა - დაღუპულია 3 ჯარისკაცი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი