“ეს არის ომი, რომელიც უნდა მივიდეს ბოლომდე…”

ქეთი დევდარიანი

“რუსთავი 2”-ის მენეჯმენტისა და დამფუძნებლების ცვლილება არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ტოლფასი იქნება – აცხადებენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს კომპანიის მხარდასაჭერად ტელევიზიის ოფისთან მოვიდნენ.

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მსახიობები, მწერლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ყველა თანხმდება, რომ არხში ცვლილებების ნაჩქარევი ინიცირება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ტელევიზიაზე კონტროლის დამყარებას. 

„ნიკა გვარამია არის ამ არხის დამოუკიდებლობის გარანტი, რა სარედაქციო პოლიტიკისაც ატარებდა. მე ვფიქრობ, თუ რამე სამართლებრივი ბერკეტი არსებობს, რომ გავასაჩივროთ გადაწყვეტილება და არ შემოვიდეს ქიბარ ხალვაში დღესვე და ხვალვე, როგორც თვითონ დააანონსა, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ომი, რომელიც უნდა მივიდეს ბოლომდე,“ – განაცხადა ქეთი დევდარიანმა.

მუსიკოსი, დათა გაბუნია ამბობს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურები უნდა იქნეს ამოწურული.

„ყველა სამართლებრივი საშუალება და პროცედურა უნდა იყოს ამოწურული ამ ქვეყანაში, საქართველოს სასამართლოს პირობებშიც კი,“ – აღნიშნა დათა გაბუნიამ.

ყველა შესაძლო სამართლიანი ბერკეტის გამოყენებასა და ბოლომდე ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.

„განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, “რუსთავი 2”-ის არსებობა თავისი მთელი არსით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მთელი ქვეყნისთვის, ამაზე არც არავინ არ დაობს. ფაქტობრივად, დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა იმისთვის, რომ დააბნელონ ამ ქვეყანაში სამუდამოდ,“ – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

არხის მიმართულების და მენეჯმენტის შეცვლა დასავლური კურსის შეცვლას უტოლდება – ამის შესახებ განცხადება „სხვა შუაღამის“ წამყვანმა, ნანკა კალატოზიშვილმა გააკეთა.

„ბოლო შანსი თუ არსებობს, აუცილებლად გამოსაყენებელია და მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ისევ ისეთი. იმიტომ რომ ამ გეზს არ გადაუხვიოს არავინ,“ – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერად ტელევიზიის ოფისთან მივიდა. მისი თქმით, დაუშვებელია, თავისუფალი გამოხატვის აზრი გაუქმდეს ქვეყანაში.

„ყველამ ვიცით, რომ ეს არის წაგებული ბრძოლა ხელისუფლებისთვის და წარმოუდგენელია, უბრალოდ, როდესაც ერთ კარს მოგიხურავენ, სხვა არ კარი არ გაიღოს და წარმოუდგენელია “რუსთავი 2” არ არსებობდეს და არ იყოს ჩვენს ეკრანებზე და ეს თანამშრომლები, ეს გუნდი არ აგრძელებდნენ მუშაობას“- აცხადებს თეონა დოლენჯაშვილი.

პროდიუსერი, მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა ნებისმიერ ხერხითა და გზით დაცული იქნება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, დღეს რა გადაწყვეტილებაც მოვისმინეთ სტრასბურგიდან, ცოტა იმედები გაგვიცრუა, სხვა რამეს ველოდით აბსოლუტურად ჩვენ, მარგამ მთავარი ამბავი რაც აქ ხდება არის ის, რომ ადამიანები ვართ, რომლებსაც ჩვენი ხედვა გაგვაჩნია,“ – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
დაწერე კომენტარი