“ეს არის ნიკოს დედა… ხუთი შვილის დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა. ოჯახის გადაწყვეტილებით, დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას!” – ნინო ზამბახიძე

ნიკო კვარაცხელია

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის შესახებ წერს.

“ეს არის ნიკოს დედა, ჩემი მეგობარი საოცარი გოგო იზა! ხუთი შვილის დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა. უფროსი იყო ნიკო , ოჯახის გადაწყვეტილებით, გააგრძელებენ ნიკოს დაწყებულ საქმეს აქაც და უცხოეთშიც ასევე დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას!

მომავლის ბიჭის სახელობის მომავლის სტიპენდიას “,- წერს ნინო ზამბახიძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი