ეს არის მუქარის მუხლი – სამგორის რაიონის გამგებელი ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს

“ეს არის მუქარის მუხლი, ჩვეულებრივი მუქარაა,” – ასე პასუხობს სამგორის რაიონის გამგებელი ნაციონალურ მოძრაობის ბრალდებებს, რომ გამგებელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით არის ბრალდებული.

შავი ჩაი ასკილით

დავით კერესელიძემ კურიერთან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო აღიძრა.

„სამი წლის უკან, მარტში, პარკირების დროს მოხდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, ერთ-ერთი მცხოვრებლის სიძის მანქანა იყო გაჩერებული. ამ კონფლიქტში არ მომხდარა არც ქონებრივი, არც ფიზიკური დაზიანება და ეს პიროვნება ადგა და საჩივარი შეიტანა. ეს არის მუქარის მუხლი, ჩვეულებრივი მუქარაა. შენიშვნა მივეცი მანქანაზე, ნუ გააჩერებ მეთქი, ეს ფაქტი ერთხელ, ორჯერ განმეორდა, მესამეჯერ შენიშვნა მივეცი და ამაზე ადამიანი შეშინდა და იჩივლა,“ – განაცხადა დავით კერესელიძემ.

დავით კერესელიძის თანამდებობიდან გადაყენება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მოითხოვეს და დედაქალაქის მთავარობას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ორშაბათამდე მისცეს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გამგებელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით არის ბრალდებული.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
„რა გაცინებს, ვერ გავიგე, გესვრი ახლა ამას!“ - გურანდა გაბუნია ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ემუქრება (ვიდეო)
საშინელი კადრები - ავტობუსმა სკოლის მოსწავლეები გაჭყლიტა
"კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ - ეს თანამონაწილეობა არაა?"
დაწერე კომენტარი