„ეს არის დეზინფორმაცია” – განცხადებებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში არ ჩასულან, პრემიერი სიცრუეს უწოდებს

მამუკა ბახტაძე

პრემიერი „რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ტყუილია, როდესაც ვრცელდება განცხადებები, რომ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში არ ჩასულან. 

პრემიერი ამბობს, რომ ყველა უწყების წარმომადგენლები პირველივე დღიდან იმყოფებოდნენ ადგილობრივების გვერდით. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინოს. 

„ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც თქვენ ახლა დასვით, ვინაიდან, როდესაც კი დაიწყო ეს პრობლემა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე 24 საათიან რეჟიმში, ჩემი თხოვნით, როგორც ქეთი ციხელაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, რომელიც დღეს ადგილზე იყო ჩასული და ყველამ თავის თვალით დაინახა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, გრძელდება სამწუხაროდ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, სწორედ მათ აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო თითოეული თქვენგანი და საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ქვეყანას უკანონო ბორდერიზაციი წინააღმდეგ სრულფასოვანი ბრძოლისთვის,  საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია სჭირდება. სწორედ ამიტომ, პრემიერის თქმით, ქართული მხარე, ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს იმისათვის, რომ ეს უკანონო პროცესი შეჩერდეს.  

„ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაცია  არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ჩვენ პირველი დღიდან, ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რომ შევაჩეროთ როგორმე ეს მტკივნეული ბორდერიზაციის პროცესი“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი