ეს არასდროს მითქვამს მისთვის – ჩუმად ტიროდა, ისე რომ არავის დაენახა… – მაკა რაზმაძის მოგონება ზურა დოიჯაშვილზე

აკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„ზურა წავიდა…

როცა ჩემი 18 წლის ძმა აფხაზეთიდან ჩამოასვენეს სახლში უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ადგილი არ იყო იმ დღეებში ჩვენთან. გადაჭედილი იყო ყველაფერი… მე არც კი გამოვდიოდი ოთახიდან ისე ვიყავი გათიშული. მაპატიებს ყველა მაგრამ არავინ მახსოვს ვინ მოდიოდა და ვინ მიდიოდა. უბრალოდ ვიცი რომ ყველანი იყავით ნაცნობი თუ უცნობი და ყველასი სიკვდილამდე მადლობელი ვარ და ვიქნები… და მახსოვს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი მთელი ამ პერიოდიდან. ერთერთია მათ შორის ზურა დოიჯაშვილის ამბავი…

მახსოვს შემთხვევით გავიხედე იქით მხარეს და დავინახე ზურა იდგა სრულიად მარტო და ცრემლები მოსდიოდა… ჩუმად ტიროდა, ისე რომ არავის დაენახა… ჩემზე ისე იმოქმედა ამ სურათმა რომ ცხოვრებაში აღარასდროს დამავიწყდა. ზურა ჩემთვის სამუდამოდ იმ ნამდვილი ცრემლის ბიჭად დარჩა, ჩუმად რომ გააყოლა ჩემს გიორგის.

არასდროს მითქვამს მისთვის ეს-ახლა ვამბობ პირველად, როცა მე თვითონ ვერ ვახერხებ ასევე ჩუმად გავაცილო ყველასთვის საყვარელი ადამიანი… ასეთი იყო ზურა …“, – წერს მაკა რაზმაძე.

ცნობისთვის, ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ. გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი