ესწრება თუ არა ივანიშვილი “ქართული ოცნების” შეხვედრას და რა საკითხები განიხილება პარტიის მთავარ ოფისში

ბიძინა ივანიშვილი

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განსახილველი საკითხი პარტიული დისციპლინა და უმრავლესობის წევრებისმიერ ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები იქნება.

ამასთან, შეხვედრაზე პარტიის წინაშე არსებულ ამოცანებსა და ყრილობისთვის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ.

„პარტიის ყრილობისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. ამ შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის”, – აცხადებს თალაკვაძე.

კითხვაზე დაესწრება თუ არა შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თალაკვაძემ განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.

loading…

პოპულარული

"უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ცემა სცადა (ვიდეო)
"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. მძღოლმა, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე ჩადისო"
ირანი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ
"ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას" - შალვა ნათელაშვილი
დაწერე კომენტარი