ესენი უნდა გამოვყაროთ ამ კაბინეტიდან – ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე

ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე “დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ დროა, ხელისუფლების წევრები დაკავებული კაბინეტებიდან მშვიდობიანად გამოიყვანონ:

“ჩვენი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ქართველი ხალხი შეეგუება ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძისნაირი ადამიანების სასაცილო დიქტატურას. ეხლა ყველანი ვიბრძვით იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ გვითხრან შემდეგ, რომ შეგვეშინდა, ჩვენი ღირსებისთვის გვებრძოლა. ვინც ცხვირს წევს მაღლა, რომ ამის გვერდით არ დავდგები, იმის გვერდით არ დავდგები, ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მიყვარს – დღეს სიმართლის გვერდით უნდა დადგეთ. ყველა ის ადამიანი, ვინც სიმართლისთვის იბრძვის, ხვალ, დამოუკიდებელი საქართველოს წინაშე იქნება მართალი. მივმართავ ხელისუფლებას – არაფერია მუდმივი, უბრალოდ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ღირსეულად გამოხვიდე მაგ კაბინეტიდან. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ შენობაში სხედან, მშვიდობიანად გამოვყაროთ ამ კაბინეტებიდან” – განაცხადა ბურჯანაძემ.

დაწერე კომენტარი