“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პარტიის ოფისი, სავარაუდოდ, გამთენიისას გაქურდეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, პარტიის ოფისის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებიდან არცერთი არ მუშაობს.

ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელი ამბობს, რომ გუშინ სამართალდამცავები გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერით დაინტერესდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ კამერა არ მუშაობდა, ტერიტორია დატოვეს.

ობიექტის მფლობელის თქმით, სამართალდამცავებმა თქვეს, რომ კამერის ჩანაწერზე კონკრეტული პირის გადაადგილების ნახვა სურდათ.

ედპ-ს წარმომადგენლების თქმით კი, ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. ჯამში, წაღებულია 5 კომპიუტერი.

პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი ქურდობა, რადგან მისივე განცხადებით, ოფისიდან არ არის წაღებული ძვირადღირებული ტექნიკა.

მათივე განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ დანაშაული კონკრეტული უწყებების მხრიდან წინასწარ მზადდებოდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

loading…

პოპულარული

"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
"თუ ამ არჩევნებზე არ დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი დარჩენა სიღარიბის და უიმედო ვალების ზრდის გარანტიაა"- ოპოზიციის შეფასებით, სასოწარკვეთილი ხელისუფლება "ვა ბანკზე" მიდის
„ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში“ - ვაშაძე "ოცნებას"
ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს ავრცელებს
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახისთვის სახლს იყიდის და ბავშვებს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
"საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების და ონლაინ ორგანიზაციების დავალიანება გაუნულდება" - მამუკა ბახტაძე
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დაწერე კომენტარი