ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს

თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს წარმატება უსურვა და სიტყვით მიმართვისას ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი, რომელიც რეზერვის ახალი კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება.

მე-20 კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას სიტყვით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართა და ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

loading…

პოპულარული

"უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ცემა სცადა (ვიდეო)
"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. მძღოლმა, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე ჩადისო"
"ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას" - შალვა ნათელაშვილი
"მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ - ირმა ინაშვილი
დაწერე კომენტარი