„ერის გახლეჩვის დრო არ არის… კრიტიკულ მომენტში მეტი ზომიერება, ქრისტიანული თავშეკავება გვმართებს – მამუკა გამყრელიძე საპატრიარქოს განცხადებაზე

ღია პლატფორმის წევრი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე საპატრიარქოს განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ეხმაურება:

შავი ჩაი ასკილით

“მგონია, რომ საქმე გვაქვს ორმხრივ პროვოკაციასთან. მინდა ჩემი აზრიც გამოვთქვა.

მივყვეთ მარტივ ლოგიკას. ჩვენ ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილად მოვისაზრებთ თავს და ამიტომ ლიბერალურ ფასეულობებს ვირჩევთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ დასავლური ცივილიზაცია ეფუძნება რომაულ სამართალს, ბერძნულ ფილოსოფიასა და ქრისტიანულ მორალს ! ქრისტიანულ მორალს ხალხო !!! მისთვის დამახასიათებელ მოკრძალებას, თავშეკავებას და ზომიერებას !!!

მე პატივს ვცემ ადამიანის იმ ფუნდამენტურ უფლებას, რომელსაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა უფლებებიც. თუ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ მისი ფუნდამენტი არა მარტო უმცირესობის აზრის გათვალისწინება, არამედ უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის აზრის გადამწყვეტი მნიშვნელობაა.

ჩვენი ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და გარკვეული ეკლესიურობითაც გამოირჩევა. მოსწონთ ეს თუ არა მავანთ, რომლებიც თავს ლიბერალებად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში ნეოლიბერალიზმის მიერ დამახინჯებულ ფსევდოჰუმანისტურ შეხედულებებს ახვევენ თავს მოსახლეობას, მათ მოუწევთ მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გათვალისწინება !

ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ, მაგრამ ახლა არც ერის გახლეჩის და არც რყევების დრო არ არის. ქრისტიანული ზომიერება და თავშეკავება გვმართებს ყველას !

P.S. Giorgi Gabunia -ს ჩემს მეგობრად ვთვლი, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვალდებული ვარ შევახსენო, რომ მას ახლა მიკროსკოპით აკვირდებიან. უმაღლესი დონის პროფესიონალია და მიხვდება, რომ არა პრინციპების უარყოფას, არამედ კრიტიკულ მომენტში მეტ ზომიერებას ვთხოვ”, – წერს გამყრელიძე.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

რუსეთში ინტიმური ადგილების გაპარსვა უნდა აიკრძალოს - დუმის წევრი ქალბატონი
დიდი რეჟისორი ივანიშვილის წინააღმდეგ - „ხიტრი იმერელია, ყველაფერს მოგატყუებს... ერთ ტრუპკაში რეკავს, ერთს ლაპარაკობს და მეორე ტრუპკაში - მეორეს“
„ოცნების“ ახალი პრემიერი და სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან
მსოფლიოს ყველაზე სენსაციური პენალტი, რომლის შემსრულებელმაც ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)
დაწერე კომენტარი