“ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი “- რას წერდა გარდაცვლილი ჟურნალისტი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 33 წლის ასაკში გარდაცივალა. ჟურნალისტს მეუღლე და 2 შვილი – 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.

ანა მძიმე დაავადებას, მელანომას 6 წელი ებრძოდა, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობა მაინც უშედეგო აღმოჩნდა. მის ავადმყოფობის პერიოდსა და საკთარ განცდებზე ანა გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე სოციალურ ქსელში წერდა:

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“აი, სულ ახლახანს, რომ გეკითხათ ჩემთვის, რისი მეშინოდა ყველაზე მეტად, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ – სიკვდილის. მერე მივხვდი, რომ სიკვდილზე ნერვიულობა ცალსახად – ეგოიზმია! დატირებებიც, ზუსტად ასეთივე ეგოისტური გვაქვს: “მე” რა უნდა ვქნა უშენოდ?! “მე” რა მეშველება შენს გარეშე?! უშენოდ “მე” ვერ გავძლებ! “მე” უშენოდ მოვკვდები! “მე” რა დავაშავე… და ა.შ. საკუთარი ეგო წინა პლანზე და ამით გადაქანცული მიცვალებული. მერე ნელ-ნელა მეგობრებმა დაიწყეს “წასვლა”, სული ამეწვა… ხორცების დაგლეჯა მინდოდა… მკვლელის, ლინჩის წესით, მინდოდა დასჯა…ისევ ეგოისტი გავხდი და მივხვდი, რომ თეორიული ცოდნა იმაზე, რომ ეგოიზმია სიკვდილზე ღელვა, პრაქტიკაში ვერ გამოვიყენე.

ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი: ვერ ვპატიობ სამყაროს ისე მოწყობას, რომ დედა, შეიძლება შვილის, სიკვდილს შეესწროს!

არ შეიძლება ამდენი ენერგია, ემოცია, ამდენი დადებითი ენერგეტიკა, ასე უბრალოდ გაქრეს და უცებ გაშავდეს… სანამ, ჯერ კიდევ თენდება, არ დავიღალოთ სიკეთის თესვით, ყოველი საქმის საწყისად სიყვარული ვაქციოთ, რაც შეიძლება მეტ დადებით ემოციას ჩავჭიდოთ ხელი. სხვა ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაგვეხარჯება, მოგონებების გარდა.

არ მიყვარს დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დედისერთა ეგოისტი ვარ! აბა დაჩი, რომ ახლა ყველაზე კარგადაა, ამაში როგორ უნდა მეპარებოდეს ეჭვი?!

დიახ, სიკვდილზე ღელვა ეგოიზმია და ადამიანი, ყველაზე დიდი ეგოისტია დედამიწაზე!

დილა მშვიდობის“ – წერდა ანა მამულაშვილი.

ის 1 დეკემბერს მელანომას დიაგნოზით დაიღუპა. მომაკვდინებელ სენს ანა 6 წელი ებრძოდა.

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
დაწერე კომენტარი