ერთ თაიგულს ნამდვილად იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა… ბოდიში…. – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

ვაშაყმაძე

არ არის საჭირო რაღაცის შელამაზება, ერთ თაიგულს კი ნამდვილად იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან მაინც. ბოდიში, – ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ირინა ფუტკარაძე აცხადებს.

„მე ეს ვერ გავაკეთე მიზეზებს აზრი არ აქვს. არის რაღაც, რასაც მთელი ცხოვრება ნანობ. მეტ ყურადღებას იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა, თუნდაც ჩემგან, როგორც საბჭოს თავმჯდომარისგან და ჟურნალისტისგან. მეტი კორპორატიული პასუხისმგებლობაც გვმართებს“, – აცხადებს ფუტკარაძე.

შეგახსენებთ, ლეგენდარული ტელესახის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილმა, გიორი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელევიზიისგან, სადაც დედა მრავალი წელი მუშაობდა, სამძიმრის ნიშნად თაიგულიც არ მიუღიათ.

დაწერე კომენტარი