“ერთმანეთის თეფშებიდან ჭამა” პოლიციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ზვიად კუპრავა საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც ჰაბიტოსკოპიური ექპერტიზა ჩაუტარდა. სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით, კუპრავას წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო,  სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს იძიებს.

კუპრავას ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ის სასადილოში ყოფნის დროს არ დაემორჩილა პოლიციელების მოწოდებას და დროის გაჭიანურების მიზნით სხვისი თეფშიდან საკვების მიღება გააგრძელა.

ზვიად კუპრავა ექპერტიზის ჩატარებაზე საუბრობს და პროკურატურას 4 მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

„დღეს მოხდა ჰაბიტოსკოპიური აქსპერტიზის აღება, მათ შორის თმის ნიმუშის აღება, გამომძიებლებს მივუტანე მასალები, სადაც წერია, რომ ადამიანები, ვინც მე მედავება სხვისი თეფშიდან ჭამას და ზოგადად ჭამას, თავად ექვსი თვის განმავლობაში 4 მლნ ლარი შეჭამეს,“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავას ადვოკატი ლევან დავითაია აღნიშნავს, რომ პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალი ძალიან სწრაფად, მტკიცებულებების გარეშე წაუყენა. მისი განცხადებით, ახლა აგროვებს პროკურატურა მტკიცებულებებს, იმისთვის რომ ნაწილობრივ შეძლოს ბრალის გამართლება, რომელიც პროკურატურის ფორმულირებაა.

სწორედ დადგენილების გამო, დღეს პოლიციასთან აქცია-პერფორმანსი მოეწყო, სადაც კუპრავას მეგობრებმა საკვები ერთმანეთის თეფშებიდან ჭამეს. აქცია-პერფორმანსის ერთ- ერთი მონაწილე ლაშა ცუცქირიძე კუპრავასთვის შესაძლო 2 წლიან პატიმრობას აპროტესტებდა.

loading…

პოპულარული

"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
ვიქტორ ჯაფარიძე ციხეში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს - „არასერიოზულად მივიჩნიე მირზას საუბარი“
"ხელისუფლებას თუ უნდა, რომ გადარჩეს, ძალიან დიდი და სერიოზული თავები უნდა გააგოროს" - გია ხუხაშვილი სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს
„...კი, თავში ჩავარტყამთ...“ - ირაკლი კობახიძე მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერს „წარუმატებელ სპექტაკლს“ უწოდებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი