“ერთი წამით, ღარიბაშვილმა დღეს ისეთი რამ თქვა, მეტი რომ არ შეიძლება,მელია რატომ დაიჭირეთ ? კრიმინალს რატომ უწოდებთ?”

ვახო სანაია-ირაკლი ღარიბაშვილი

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლიღარიბაშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ვისაც აქვს ცოდნა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე.

სანაია წერს:

“ერთი წამით ! ღარიბაშვილმა დღეს ისეთი რამ თქვა, მეტი რომ არ შეიძლება.

ღარიბაშვილი 20 ივნისზე:

პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ვისაც აქვს ცოდნა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე.
—-
ანუ შტურმი არ ყოფილა, ხო? ანუ პარლამენტს ვერავინ აიღებდა.

აბა, მელია რატომ დაიჭირეთ ? კრიმინალს რატომ უწოდებთ?”-წერს ვახო სანაია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი