” პუტინმა – ,,ერთი უცნობი ადამიანიო” , მაგან ეტყობა არ იცის გაბუნია რომ ჯულიეტა ვაშაყმაძის ბიჭია “

პუტინის განცხადებას გიორგი გაბუნიას შესახებ, ენმ-ს ოილიტსაბჭოს წევრი , ზურაბ მელიქიშვილი, ასე ეხმაურება:

” პუტინმა – ,,ერთი უცნობი ადამიანიო” , მაგან ეტყობა არ იცის გაბუნია რომ ჯულიეტა ვაშაყმაძის ბიჭია ” – წერს მელიქიშვილი სოციალურ ქსელში

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა გაბუნიას განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტი „რუსთავი2“ -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, გაბუნიასთვის „დიდ პატივად“ აფასებს. ამის შესახებ პუტინმა დუმის იმ დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც ფიქრობენ, რომ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას და მისი რუსეთში ექსტრადიცია მოხდეს.

„ერთი ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, თითქოს ვიღაც ყოფილიყო. მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს. ამ მხრივ მან თავისას მიაღწია. მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს ორი თვით და წავიდა დასასვენებლად. მერე მივა და სამსახურს შესთავაზებენ. მაგრამ არიან ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. “დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ანტირუსულ განწყობებს ის ადამიანები აღვივებენ, ვინც არ იციან ისტორია და საბოლოო ჯამში, ზიანს საქართველოს აყენებენ.

პოპულარული

კარასინი საქართველოს 3 პირობას უყენებს და უმაღლეს დონზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“- რა კავშირი აქვს "რუსთავი 2"-ს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას
"13 წლის გოგოს წელში მოხრილს დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო... ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა, დაქირავებულები ვართო"
დაწერე კომენტარი