“ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ…დანარჩენს სასამართლოს მოვახსენებ” – რას პასუხობს ზაზა სარალიძე კალანდიას ადვოკატს

ზაზა სარალიძე

საბჭოთა გადმონაშთის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, ძალიან კარგად მოგეხსენებათ პატივცემულო უფლებადამცველო, თუ როგორც გასამართლდებოდა თითოეული მონაწილე,ორი არასრულწლოვნის განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი დაგეგმვით და შეცნობით მკვლელობისთვის, – ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მოკლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებას.

„ერთი რამ კარგად მინდა გაითავისოთ! ა.ს.-სა და მიხეილ კალანდიას მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის, ე.წ. ბაზარზე სადისტურად მოკლეს ორი არასრულწლოვანი, რომელში თავად მონაწილეობდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი. დანარჩენს სასამართლოს მოვახსენებ,“ – წერს სარალიძე.

ცნობისთვის, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის პროცესი გაიმართება, სადაც ზაზა სარალიძე დაიკითხება.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი