“ერთი მაისური ამოარჩია და კიდევ რაღაც პარკიანად გადადო. ბოლო ურნის გადარჩევით იყო დაკავებული…არ მორჩა სიღატაკე ნაცების და ქოცების ქვეყანაში”

დასუფთავება

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:

ერთი მაისური ამოარჩია და კიდევ რაღაც პარკიანად გადადო. ბოლო ურნის გადარჩევით იყო დაკავებული, დასუფთავების სამსახური რომ მოვიდა. მაქსიმალურად ნელა დაიწყეს ბიჭებმა ურნების დაცლა, პირველი რომ დაცალეს, შეჩერდნენ, გახედეს…
– მოვრჩიო – გაუღიმა და წავიდა.

ღიმილის ფოტოც გადავიღე, მაგრამ ის მარტო ჩემია, დამფრთხალი, შეცბუნებული და მაინც ამაყი ღიმილის ფოტო მარტო ჩემია.

არ მორჩა, ახალდაწყებული ჰქონდა მესამე ურნის გადახედვა.
არ მორჩა – სხვა ურნებიც აქვს სანახავი.
არ მორჩა – ხვალ დილით ისევ უნდა გამოვიდეს.

არ მორჩა სიღატაკე ნაცების და ქოცების ქვეყანაში.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუას მორიგი იდეალური ლუქი მოქმედი პირველი ლედის ამპლუაში (ფოტოები)
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები ინაუგურაციაზე - ფოტოები ცერემონიიდან
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის დახვეწილი ჩაცმულობა ინაუგურაციაზე (ფოტოები)
რა დაუვარდა სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - ვიდეო
დაწერე კომენტარი