ერთი კაცის ძიება ბრილიანტებისთვის

თავისი 11 წლიანი ომის განმავლობაში, სიერა ლეონი გახდა ცნობილი სისხლიანი ბრილიანტებით. სამთავრობო და აჯანყებულთა ჯგუფები  თავდაუზოგავად იბრძოდნენ ქვეყნის ჩრდიელოთში მდებარე ალმასის ტერიტორიისთვის  და საკუთარი თავი დაიფინანსეს ქვების მიყიდვით საერთაშორისო მყიდველებისთვის. 14 წლის შემდეგ კონფლიქტი დასრულდა. ალმასის მომპოვებელი ოპერაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონოს ჩრდიელოეთ რაიონში. სამხრეთ აფრიკის კომპანია “koidu holdings” მართავს დიდ საბადოს, რომელიც იყენებს გასაოცარ მექანიზმს, რომ ააფეთქოს “kimberlite” (მთა) და მოახდინოს იდენტიფიცირება დედამიწის სიღრმეში არსებული ალმასით სავსე მიდამოების. იქვე არტისანელი მუშები  გამოდიან მდინარის ნაპირებზე შეიარაღებულები  საცრებით, ნიჩბებით და ვედროებით. ერთ-ერთი მუშებიდან, ფილონი მუშაობდა კონოში 23 წლის განმავლობაში მაგრამ გამოაძევეს კონფლიქტის დროს და ცხოვრობდა გვინეაში, როგორც ლტოლვილი. როდესაც ომი დასრულდა 2000 წლის დეკემბერში, ის დაბრუნდა სახლში და ერთი წლის შემდეგ დაიწყო ისევ  ბრილიანტის მოპოვება. ბევრი არტისანელი მუშა აღიარებს, რომ მათ უკვე ერთი თვეა არ უპოვნიათ ალმასი  და არიან უკიდურესად ღარიბები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში, სადაც 70% ახალგაზრდებისა არის უმუშევარი, ალმასის მოპოვება მინიმუმ უზრუნველყოფს გარკვეული ფორმით შემოსავლის წყაროს. კაცების უმეტესობა ალმას მოიპოვებს ჯგუფური მუშაობით, ჯგუფში არიან სამნი.  ფილონიც მუშაობს ორ მეგობართან ერთად. ერთ-ერთი მათგანი ჩაყვინთავს წყალში, რომ ამოიღოს ერთი ვედრო ტალახი და ქვიშა მდინარის კალაპოტიდან, სანამ ის მეორეს უჭირავს, რომ არ გაყვეს დინებას. მესამე აგროვებს ვედროში და აცარილებს მას. _92949004_2-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%98
მას შემდეგ, რაც გროვდება საკმარისი რაოდენობა იწყება დაფქვა. ისინი შეთანხმებით ცვლიან როლებს, რათა თავიდან აიცილონ გაციება. ფილონი უჩივის შემცივნებას, როდესაც  წყლიდან ამოდის, ის ეწევა იაფი რომის პაკეტს, რათა გათბეს და ამბობს: “ეს სამუშაო ძნელი შესასრულებელია და ფიზიკურად გძაბავს. რომ მქონოდა კუალიფიკაცია ან შანსი, რომ ვაკეთო სხვა საქმე გავაკეთებდი დაუფიქრებლად. ჭაობიანი გარემო მდინარის გარშემო უკვე გათხრილია მუშების მიერ, რომლებიც წყვეტილი რგოლივით არიან გარშემო. ისინი სასწრაფოდ იღებენ ტალახს და ცრავენ. ბოლოს და ბოლოს, ცრის სამი საათის შემდეგ , ფილონი არის აღელვებული პატარა ბრილიანტის პოვნით. მოპოვებისას  იყენებენ შლანგის ძალას, რომ წყლის ნაკადით ტალახი მოაშორონ, ამით უფრო ამჩნევენ მოელვარე ბრილიანტს. თუმცა ფილონს არ აქვს ამის ფუფუნება. ის ამბობს: “ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ამდაგვარი მექანიზმების ქონის, ჩვენ მხოლოდ ვიყენებთ ვედროს,ნიჩაბს და საცერს. ყოველ ადგილობრივ ბაზრობაზე ეს მექანიზმი იყიდება 25,000 ლეონად ( 3.50 ევრო). მალე მას შემდეგ , რაც მან აღმოაჩინა ალმასი, ის იღებს და მიდის ქალაქში თავის გუნდთან ერთად. ის ბედნიერია და ამბობს: ” ეს იყო ძალიან კარგი დღე, ჩვენ არ გვენახა ალმასი თითქმის ერთი თვის განმავლობაში”. სახლის გზაზე ის ხვდება მის უფროს ძმას. ისინი ესალმებიან ერთმანეთს კლდოვანი მთის “kimberlite” წინ, რომელიც შეიქმნა “koidu holdings” აფეთქებების მიერ, ფილონი ამბობს, რომ ის ეჭვიანია მათი მექანიზმებისა და სიმდიდრის, მით უმეტეს რომ ბრილიანტები არაღრმა ადგილებში იწურება. დაბრუნებული ფილონი სახლში ისვენებს ბიძიასთან ერთად.კონფლიქტის დროს დაჭრა დედამისი და მოკლეს აჯანყებულებმა, იმ ოთახში სადაც ახლა ზის. მისი მთელი სახლი დაიწვა და გახდა ახლიდან ასაშენებელი.
_92949216_y-10-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%98
შემდეგ დღეს ფილონი მიემართება “koidu”-ს ქალაქში, რათა გაყიდოს მისი ბრილიანტი მათ ოფისში, რომელიც არის მაღალ ქუჩაზე. ბრილიანტის კარატიანობის მაჩვენებელით არის $3,200 ( 2,520 ევრო), 40 % არის სუფთა  და გაცილებით ნაკლებია ძვირფასი ქვების სიწმინდეზე. ფილონი იღებს მხოლოდ $35 მისი პოვნისთვის მაგრამ ის ამას იღებს სიამოვნებით, რადგან ეს უფრო მეტია ვიდრე ელოდა.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი