“ერთი ერთში მომაგონდა როდიონოვის სიტყვები 9 აპრილის შემდეგ” – ხმაური ბათუმის საკრებულოში

ხმაური ბათუმის საკრებულოში –  სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა დღის წესრიგში არ შევიდა. ოპოზიციური პარტიის წევრი ითხოვდა, საკრებულოს პოზიცია დაეფიქსირებინა, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით.

მიმართვა საქართველოს მთავრობისთვის უნდა გაეგზავნათ, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხი არ დარეგისტრირდა.

საკრებულოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და დესტრუქციულმა ძალებმა პასუხი უნდა აგონ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მიმართა.

„გვახსოვს 9 აპრილი, პატივცემულებო და ბატონო სულიკო, არ ვაპირებდი ჩემი გამოსვლის ამ სიტყვებით დაწყებას, რომ არა თქვენი ტექსტი. ძალიან სამწუხაროდ, ბოდიშს გიხდით, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, მაგრამ ერთი ერთში მომაგონდა როდიონოვის სიტყვები 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ის შემდგომ მოსკოვში ამართლებდა 9 აპრილის დარბევას, ზუსტად ერთი ერთში, ზუსტად ამ პათოსით ცდილობდა, 9 აპრილი აეხსნა. ეს არის ძალიან ცუდი, ბატონო სულიკო, მე არ ველოდი თქვენგან ამას, მე უფრო მეგონა, რომ ცოტა სხვანაირად ფიქრობდით. მესმის, რომ პოლიტიკური პარტიის ერთპიროვნული, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ ხართ და ბევრ დამოუკიდებელ გასაქანს ვერ აძლევთ, როგორც პოლიტიკოსს თქვენს თავს, მაგრამ მეგონა, რომ ამ საკითხში მაინც დადგებოდით პარტიაზე მაღლა,“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი