ერთი დაღუპული, ერთი დაჭრილი – ზუგდიდში ცეცხლი მამა-შვილს გაუხსნეს

პოლიცია

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი – ზუგდიდში, “საკონსერვოს დასახლებაში” შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ცეცლი ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში მყოფ მამა-შვილს გაუხსნეს. 65 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი ბიჭი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

გარდაცვლილის შვილი პოლიციის თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბენზინგასამართი სადგურის ერთ-ერთი მეწილია. სავარაუდო ეჭვმიტანილმა, რომლის აყვანის სპეცოპერაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს 3 წლის წინ, ბიზნეს დავის გამო სხვა პირიც დაჭრა.

 ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი