ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძმესი ავარია გაგარინის ქუჩაზე

ავარია

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტაქსი შეეჯახნენ. თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რომლის მძღოლიც სავარაუდოდ ნასვამი იყო.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას გულისხმობს. დაკავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.

დაწერე კომენტარი