„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ გრიგალაშვილი “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შესახებ

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ,,ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ  მეწარმეებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

cyc

დეპუტატმა თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართა და პრობლემის მოგვარების გზები შესთავაზა.

გრიგალაშვილის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი საგზაო ტენდერის შედეგად ეკონომიამ 900 000 ლარი შეადგინა.

დეპუტატმა დედაქალაქის მერიას მიღებული ეკონომიებიდან შემოსული თანხები მერის სარეზერვო ფონდში გადატანისა  და დაზარალებულების დახმარებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ამჟამად მერის სარეზერვო ფონდში, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია და შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, სარეზერვო ფონდიდან დაზარალებულებისთვის თანხების გაცემა იქნება შესაძლებელი.

,,შემდგომ კი სარეზერვო ფონდის შევსება ტენდერებიდან შემოსული ეკონომიებით მიღებული თანხებით უნდა მოხდეს’’,-განაცხადა გრიგალაშვილმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი