“ერთად იყვნენ სულ…” – ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მეგობარმა მოკლა

დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა – ინფორმაციას ამის შესახებ “მეცხე არხი” ავრცელებს.

“ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია, დეტალებს კი მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

პოპულარული

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი