“ერთადერთი საჯარო პირია მთელ ქვეყანაში, რომელსაც არასოდეს აუღია პრემია”- რას წერს აკა სინჯიკაშვილი გიორგი კეკელიძეზე

კეკელიძე

აკა სინჯიკაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, მომავალში აუცილებლად იამაყებს შთამომავლობასთან, რომ გიორგი კეკელიძეს მეგობარია. 

“მაგარ ქართველებზე როცა მეკითხებიან, ეს კაცი ერთერთი პირველია ხოლმე ვინც მახსენდება. გიორგი კეკელიძე 2012 წლიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია. არ დაუწყია სხვა სახელმწიფო მოხელეებივით ქონების დაგროვება. ერთადერთი საჯარო პირია მთელ ქვეყანაში, რომელსაც 8 წლის განმავლობაში არასოდეს არ აუღია არცერთი პრემია, დანამატი და ფინანსური წახალისება. პირიქით, მისი ხელფასიდან, ნაწილი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში ირიცხება.საჭმელის დასარიგებლად თავისი პირადი მანქანა მათხოვა იქამდე, სანამ არ მოვუსპე მთლიანად. უამრავჯერპირადად თვითონ დამხმარებია ტანსაცმლის მოგროვებაში და ადამიანებზე ზრუნვაში. რა გინდა სთხოვოს ადამიანმა, რომ ოდნავ მაინც თუ შეუძლია, თან არ გადაგყვეს. “ბიბლიოთეკა” რომ რამე სიტყვას ნიშნავს ამ ქვეყანაში, პირადად ამ კაცის დამსახურებაა. ფეხით აქვს მოვლილი თითქმის ყველა სოფელი,ათასობით ბავშვი რომ წიგნს კითხულობს რეგიონებში და სადაც ჩავალ, მისი დატოვებული კვალი რომ მხვდება აი ამისთვის მინდა მადლობა რომ ვუთხრა. შვილიშვილებთან ვიამაყებ, რომ ჩემი მეგობარია, ნაღდი ქართველი კაცური კაცი! მიდი გიო, მაგარი საქმეები უკვე გაკეთებული გაქვს, წინ სასწაული საქმეებია”,- წერს აკა სინჯიაშვილი.

დაწერე კომენტარი