“ერთადერთი და ჰყავდა… როგორ გაიმეტა ანგელოზივით გოგო?!” – დედისა და დის მკვლელობის ახალი დეტალები

გოგო

დუშეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, 41 წლის ლაშა ქემბარაშვილი, რომელიც დედისა და დის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაშია ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. რაც შეეხება საზარელი მკვლელობის მოტივს, ამაზე ჭოპორტში მცხოვრებლებს საუბარი უჭირთ, ისინი მამაკაცს დადებითად ახასიათებენ და ოჯახში კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გასრილის ხმა 08:00 საათზე გაიგეს. ქემბარაშვილის დედა ადგილზე იყო გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალს კი სასიცოცხლო ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

“41 წლის კაცმა, საკუთარი დედა და და სანადირო თოფით მოკლა. ლაშას ცოლი არ ჰყავს, მშრომელი ბიჭია. დედა ადგილზე გარდაიცვალა. ერთადერთი და ჰყავდა, როგორ გაიმეტა?! ანგელოზივით გოგო იყო”- აცხადებს გარდაცვგლილების ნათესავი.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში არ ჰყოფილა.

“აქ ვარო, არსად არ მივდივარო… ჰვეგონა თეა მაინც გადარჩებოდა, რადგან პულსი ესინჯებოდა”- აცხადებს მეზობელი.

loading...

პოპულარული

"ჯერ არ შემოსულა, ჩინეთში მძვინვარებს" - რატომ ვერ შეიკავა ნარიმან მაქარაშვილმა სიცილი (ვიდეო)
სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
დაწერე კომენტარი