ეპარქია: მთვრალი კაცი მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დანით შეიჭრა

მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ადასტურებს რომ, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.

ეპარქიის პრესსპიკერის, მამა იოანე გორელაშვილის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფეხით შეამტვრია კარები და რეზიდენციაში შეიჭრა, რა დროსაც რეზიდენციაში იყო ძაღლი, რომელმაც თავდამსხმელის შეჩერება სცადა. კაცი გაანეიტრალეს სტიქაროსანმა და სამართალდამცველებმა, რომლებიც კარის შემტვრევის დროს რეზიდენციასთან იყვნენ.  

“იგი მალევე გაანეიტრალეს და აღმოაჩინეს, რომ დანით იყო შეიარაღებული. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ვერ ალაგებდა აზრს, თუ რატომ აკეთებდა [ამას]. ამბობდა ესეთ სიტყვებს, რომ “არასათანადოდ დამხვდნენ” და ამიტომ შევამტვრიეო. გაუგებრად, ვერ გამოხატავდა აზრს, თუ რა სურდა” – თქვა მამა იოანემ.

თავდამსხმელი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.

დაწერე კომენტარი