ენდელაძე: 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა, 34 – თბილისში

ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა, 34 კი თბილისში.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 22 შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში, 15 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1-1 შემთხვევები კი გორში, მარნეულსა და მცხეთაში. მისივე თქმით, 5 შემთხვევა იმპორტირებულია. 

ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში 18 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, მათგან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 

დაწერე კომენტარი